„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
კორი სენდჰეგენის დამარცხებისა და ქამრის შენარჩუნების შემდეგ, UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.
„პიტერ იანი კარგად გამოიყურება და ის მზადაა. არ მსურს, პასიური ვიყო. მზად ვარ, დავბრუნდე და შემდეგი ბრძოლა დეკემბერში ჩავატარო. ვვითარდება და ვიღაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ჩემპიონი ვარ, კვლავ მოვიგე და ცხოვრება მშვენიერია. დიახ, ეს შერეული ორთაბრძოლებია და ყველაფერი შეიძლება ერთმა დარტყმამ შეცვალოს, ამიტომ ახლა ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს გუნდს“, – აღნიშნა დვალიშვილმა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
ქართველი შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.