1750835073
მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ძიუდოისტი ქალი იასპარეზებს

7-14 მაისს დოჰაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში სამი ქართველი ქალი იასპარეზებს.
რამდენიმე დღის წინ ძიუდოისტთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა სპორტსმენების გვარები ფეისბუქის გვერდის, „ძიუდოს დღიურების“ პირდაპირ ეთერში დაასახელა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
კაცთა ნაკრები:
გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)
ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)
ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე (90 კგ)
ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ)
გურამ თუშიშვილი (+100 კგ)
ქალთა ნაკრები:
ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)
ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)
სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა, ხოლო მაისურაძე, ბექაური და თუშიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.