სტივ უიტკოფი - დროა, ირანელებთან ერთად დავსხდეთ და მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას

სტივ უიტკოფი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ აშშ-ი და ირანი თეირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლებაზე დაიწყეს საუბარი.

სტივ უიტკოფის თქმით, აშშ-ი და ირანი ჩართულნი არიან დიალოგის პროცესში და შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მუშაობენ.

„საუბრები იმედის მომცემია. ჩვენ იმედიანად ვართ. დროა, ირანელებთან ერთად დავსხდეთ და მივაღწიოთ ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას“, – აღნიშნა სტივ უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.