„ვარ ყოფილი ძიუდოისტი... მასაჟისტი, სტილისტი, მანიკიურის და პედიკიურის სპეციალისტი...“ - „პრაიმ ჰაუსის“ ახალი სეზონის მონაწილე

სვეტა

,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ერთ-ერთი მონაწილე, 37 წლის სვეტა ბაგდასაროვაა.

ახალგაზრდა ქალი ჰყვება, თუ რატომ გადაწყვიტა რეალით შოუში მონაწილეობა. 

„ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს მოუნდა, რომ ვიყო ტელევიზიაში, მხედავდნენ ეკრანებზე და ზუსტად ამიტომ, გადავწყვიტე აქ მოსვლა.

ვარ 37 წლის მარტოხელა დედა, ძალიან ბევრი პროფესია მაქვს. რუსული ენის ფილოლოგი ვარ, მაგრამ არ მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი. მასაჟისტი, სტილისტი, მანიკიურის და პედიკიურის სპეციალისტი, ქოლორისტი ვარ. სილამაზის სალონი მქონდა 15 წელი. დღევანდელ დღეს უფრო მასაჟით ვარ დაკავებული. 

ყოფილი ძიუდოისტი ვარ. 7 წელი ბავშვობაში დავდიოდი ძიუდოზე", - ამბობს სვეტა. 

შეგახსენებთ, ,,რუსთავი 2-ის" ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს ,,პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი 6 მარტს იწყება.