მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ციურიხში, ფიფა-ს ოფისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი მესამე კალათაში იყო განთესილი.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა:

1. ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, 2. თურქეთი, საქართველო, 4. ბულგარეთი.
წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც – ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) პლეი ოფში ითამაშებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებს ვერ დაიკავებენ.

ხუთგუნდიანი ჯუფები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ოთხგუნდიანები კი – სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, პლეი ოფის მატჩები კი 2026 წლის მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქლაქები:

აშშ (11) – ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნიუ იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო, სიეტლი;

მექსიკა (3) – გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი;

კანადა (2) – ტორონტო, ვანკუვერი.ფინალს 2026 წლის 19 ივლისს ნიუ იორკი უმასპინძლებს.