მირიან მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მირიან მაისურაძე

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯოას მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფალავანმა ნეიტრალური დროშით გამომსვლელი იადკოვსკი დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე მედალი მოუტანა.

დღესვე ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე 8 აპრილს გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, აკაკი ქემერტელაძემ (70 კგ) და ვალიდიმერ გამყრელიძემ (79 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.