მესი წლის სპორტსმენად აღიარეს

მესი

სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ვერსიით, პარი სენ-ჟერმენისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი წლის სპორტსმენად აღიარეს.

გამოკითხვაში მესიმ 962 ხმა მიიღო და უკან ჩამოიტოვა შვედი ჭოკით მხტომელი არმან დუპლანტისი (373 ხმა) და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე (366). 

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენიც ფეხბურთელია - „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდი ალექსია პუტელიასი (452 ხმა). მან გაუსწრო ამერიკელ მოცურავეს კეტი ლედეკის (295) და ვენესუელელ მძლეოსანს იულიმარ როხასს (265).