1692302192
მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები და განადგურებული მეტოქე - ცნობილია, რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
ჩემპიონთა ლიგის ფაზაში პსჟ - ლევერკუზენის მატჩი 2:7 დასრულდა.
მატჩის 41-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ დეზირე დუემ პსჟ დააწინაურა - 1:2. სამ წუთში ხვიჩამ თავად შეაგდო ბურთი და ანგარიში 1:3 გახდა.
მეორე ტაიმიც პსჟ-ს უპირატესობით გაგრძელდა. კვარაცხელია 62 წუთზე შეცვალეს.
გამოცემა Sofascore ქართველი ვინგერის თამაშს 8,2 ქულით აფასებს.
აღნიშნული შეფასება მოედანზე დეზირე დუეს შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მეორე გოლია.










