ვის და რამდენით გაეზრდება ხელფასი - მინისტრის განცხადება
1762977028
„თანამედროვე ეპოქაში, კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები, დიდ ყურადღებას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება. ღონისძიების მონაწილეებს, შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთის მაგალითების გაზიარებით, გააანალიზონ, როგორ შეიძლება, უფრო ეფექტიანი გახდეს კონკურენცია და კიდევ მეტად იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯანდაცვის მიმართულება, ვინაიდან, ჩვენს სექტორში, მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, სამაგალითო თანამშრომლობა გაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სხვა მიმართულებებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში არსებული კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ.
მინისტრის განცხადებით, სააგენტომ, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შეისწავლა და შესაბამისი დასკვნებიც გამოაქვეყნა, მათ შორის - როგორ ხდება ჯანდაცვის ბაზარზე მანიპულირება, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებენ მოთამაშეები და აქვს თუ არა ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ან - კონკურენციის შეზღუდვას.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული არაერთი, გახმაურებული კვლევის შედეგებმა, ჯანდაცვის სექტორში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.