მატჩამდე 1 საათი დარჩა - საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზეა

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და B ჯგუფის ლიდერთან, ესპანეთთან გამართავს, რომელმაც სამი წაუგებელი თამაში ჩაატარა. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:

მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.