ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ - მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც დაგვხვდა აეროპორტში. არ ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პირველი ადამიანი ვარ. უბრალოდ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და თუ ვინმე ასე ფიქრობს, ძალიან დიდი მადლობა,- ამ კომენტარით უპასუხა ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

„პირველ რიგში, უნდა დავისვენო რამდენიმე დღე. ჩემს მომავალს რაც შეეხება, სამი წელი ჯერ კიდევ კონტრაქტი მაქვს ვალენსიასთან. ჯერჯერობით არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. ყველანი ერთად დავსხდებით და ისე გადავწყვეტთ ჩემს მომავალს.

ნაკრებს აეროპორტში უამრავი ქომაგი დახვდა და სწორედ იმ შეძახილებით შეეგება, რომლითაც ევრო 2024-ის პირველი დღიდან ამხნევებდა.

ველოდებით ასეთ გულშემატკივრობას, რადგან ვიცით, როგორ უყვართ ჩვენს ხალხს ფეხბურთი. ბავშვებს მინდა ვუთხრა, რომ დაიჯერონ თავიანთი თავების, იმ საქმეს მიჰყვნენ, რომელიც უყვართ და აუცილებლად გამოუვათ“. – აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.