პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისი იყო. ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.
დმანისში მცხოვრები ქალბატონი ამბობს, რომ ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, სახლის კარიც კი ჩაიკეტა ცოტა ხნით.
როგორც ლაურა ჩხეტიანი ჰყვება, ახლა დმანისში თითქმის ყველა მცხოვრები გარეთ არის გამოსული.
„სახლს ისეთი ხმები ჰქონდა. რაღაცების ცვენის ხმაც გავიგეთ. ჩვენ ახლა ვერ შევდივართ და ვერ ჩამოვივლი რა ხდება. ეტყობა დეფორმაცია მიიღო კარმა და კარი არ იღებოდა, რომ გარეთ გამოვსულიყავით. ასეთი მიწისძვრა რაც ჩვენ აქ ვართ არ გვიგრძნია. სულ არის ბიძგები, მაგრამ ეს სერიოზული მიწისძვრა იყო.
თითქმის ყველა გარეთაა. ბავშვს ნამდვილად ვერ შევიყვან ამ ღამით სახლში. გამოქცევის დროსაც სწორად ვერ გაიქცეოდი აქეთ-იქით ვეხეთქებოდით“,- ამბობს დმანისის მკვიდრი „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას.
ნახეთ ვიდეო - მიწისძვრის შედეგები დმანისში - ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლი