"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან..." - ნინი ბადურაშვილი
1771271040
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი და მსოფლიო რეიტინგის 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ვიცე-ჩემპიონია.
ნიკა ფინალურ ორთაბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში – 3:6, 4:6 დამარცხდა.
შესაბამისად, ქართველმა ჩოგბურთელმა ჩემპიონის წოდების დაცვა ვერ შეძლო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის მარტში ნიკამ ამავე ტურნირის ფინალში ბაუტისტა-აგუტი დაამარცხა, წელს კი ესპანელმა რევანშის აღება შეძლო.