მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტის, რზა აბასოვის წარმატება

მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტის, რზა აბასოვის წარმატება.

მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტის, რზა აბასოვის წარმატება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა ტურნირი ვეტერან ძიუდოისტებს შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ვეტერანმა ძიუდოისტმა რზა აბასოვმა და 81 კგ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ რზა აბასოვი, ახალგაზრდა მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტია, რომელმაც მარნეულის მუნიცპალიტეტის სპორტული სკოლის მხარდაჭერით, სოფელ ქვემო სარალში გახსნა ძიუდოს ჯგუფი, სადაც მომავალ თაობას ასწავლის სპორტის სიყვარულს და თემში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. 

რზა აბასოვი არის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში ვეტერან ძიუდოისტთა შორის, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი პირად პირველობაში, 2025 წლის ვიცე ჩემპიონი ევროპის  გუნდურ ასპარეზობაში და 2024 წლის ევროპის თასის ჩემპიონი.