მარნეულელი მოკრივე ნარმინ ბაირამოვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

მარნეულელი მოკრივე ნარმინ ბაირამოვა საერთაშორისო ტურნირი ჩემპიონია

ქუთაისში გაიმართა ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი კრივში 2008-2009 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივე გოგონამ, ნარმინ ბაირამოვამ და 48 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.

აღსანიშნავია,  რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულს მიმართულებას წარმოადგენს გოგონათა სპორტის განვითარება და მათი  აქტიური ჩართულობა სპორტში.