მარნეულელი კიკბოქსიორების მორიგი წარმატება

კიკბოქსინგი

28-29 იანვარს, ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში, (MMA)  სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა. 
113 კგ წონით კატეგორიაში პროფესიონალური ორთაბრძოლა გამართა მიშა ცარციძემ,  სადაც დაუპირისპირდა ირანელ სპორტსმენს  და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. მიშას გადაეცა ორგანიზაციის ჩემპიონის ქამარი. 
51 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ-ერთმა წარმატებულმა სპორტსმენმა, გიორგი მირზოიანმა. შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა ირანელი მოწინააღმდეგე და მოიპოვა ორგანიზაციის ქამარი.

ასევე წარმატებით იასპარეზეს სპორტსმენებმა სამოყვარულო ორთაბრძოლებში და ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს სხვა და სხვა წონით კატეგორიებში.

ტურნირში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, უზბეკეთისა და საქართველოს წარმომადგენლები.