„მან ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის“ - პრემიერი ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს ულოცავს

ნონა გაფრინდაშვილი

სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს, საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუბილეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის.

„დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს, საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს.
თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის, რაც ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა.

დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნონას, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს ამ მართლაც დიდ პიროვნებასა და უდიდეს პატრიოტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა“, წერს პრემიერი მისალოც წერილში.

სხვა სიახლეები