მამარდაშვილის კომენტარი პენალტის მოგერიებაზე

გიორგი მამარდაშვილი

ესპანეთთან წაგებული 2:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.

"რთული თამაში გამოვიდა, ესპანეთი მაღალი დონის ნაკრებია, თამაშს აკონტროლებდნენ, ვერაფერი გავაკეთეთ და დავმარცხდით. ვფიქრობ, იმ მომენტში პენალტი დასანიშნი არ იყო. პენალტის მოგერიებაც ასე ემოციურად ამიტომ აღვნიშნე.

თურქეთთან რთული და გადამწყვეტი თამაში გველოდება. კარგად უნდა მოვემზადოთ და უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც დღეს ვერ ვაჩვენეთ.

ფერან ტორესს ჩემს წინააღმდეგ ჰქონდა დარტყმული პენალტი, როცა ის ბარსელონაში თამაშობდა. დღეს ვფიქრობდი, რომ ის საპირისპირო კუთხეში დაარტყამდა და გამართლდა", - განაცხადა მამარდაშვილმა.