მადრიდის „რეალის“ ლეგენდა გუტი ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისურს ელის

guti

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, გუტიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისგან, ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისურს ელის.

„ჩვენ მიმოწერა გვქონდა და დამპირდა, მაისურს გამომიგზავნიდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ მომსვლია. დიდი იმედი მაქვს, ამ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს ნაკრების მაისურს მივიღებ, რადგან ძალიან მინდა“, – განაცხადა გუტიმ ტელეკომპანია El Chiringuito-ს გადაცემაში.

გასულ წლის მარტში გუტიმ კვარაცხელიას საკუთარი ავტოგრაფით მაისური უსახსოვრა. ესპანელმა ფეხბურთელმა დაწერა, რომ ქართველ ფეხბურთელს მადრიდის „რეალში“ ელის.