მადლობა საქართველოს ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს, ქომაგებს, ყველას! თქვენ ახალი ფურცელი დაწერეთ საქართველოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში - ირაკლი ჩიქოვანი

ჩიქოვანი

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

"მადლობა საქართველოს ნაკრების თითოულ ფეხბურთელს, მწვრთნელებს, ქომაგებს, ყველას! თქვენ ახალი ფურცელი დაწერეთ საქართველოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში... მთელმა მსოფლიომ ნახა თქვენი მებრძოლი სული, შემართება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი... მთელმა მსოფლიომ აღიარა ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიც ტოლს არ უდებენ ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავებს. წარმატებები ჩვენს საამაყო ნაკრებსა და ჩვენს ქვეყანას!".

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.