მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! “, - წერს იგი.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.