მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და ემოციებისთვის! მადლობა იმისთვის, რომ გერმანიის სტადიონებზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ჰიმნი არაერთხელ გააჟღერეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენით ამაყობს თითოეული ქართველი! - გიორგი ამილახვარი

ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს:

"2024 წელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად შევა - საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის არენაზე პირველად იასპარეზა!

ჩემთვის, როგორც გულშემატკივრისთვის, ეს იყო გულწრფელი ემოციებითა და უდიდესი სიამაყით სავსე საფეხბურთო ასპარეზობა!

მადლობა ბიჭებო, ამ თავდადებისთვის და ემოციებისთვის! მადლობა იმისთვის, რომ გერმანიის სტადიონებზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ჰიმნი არაერთხელ გააჟღერეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენით ამაყობს თითოეული ქართველი!

დიდი მადლობა ყველაფრისთვის!წინ დიდი გამარჯვებები გელით!ჩვენ ვართ საქართველო!"