იურისტი ეკა კოკიჩაიშვილი გარდაიცვალა
1789131919
ლონდონის „არსენალმა“ანდრია ბართიშვილთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. 17 წლის ქართველი ტალანტი ლონდონურ კლუბს ერთი წლის შემდეგ შეუერთდება, მას შემდეგ, როცა სრულწლოვანი გახდება.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მივაღწიეთ წინასწარ შეთანხმებას ანდრია ბართიშვილის „არსენალში“ ტრანსფერთან დაკავშირებით – ახალგაზრდა ტალანტი ჩვენს კლუბს 2027 წლის ივლისში შემოუერთდება. ბართიშვილი თამაშობს როგორც გარემარბის, ისე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ამჯერად, იჯარის წესით ის საქართველოს ჩემპიონ კლუბში, თბილისის „იბერიაში“ გამოდის.
მოუთმენლად ველით მომავალ ზაფხულს და ბართიშვილის ლონდონში ჩამოსვლას. მანამდე კი წარმატებებს ვუსურვებთ მას „იბერიასთან“ ერთად. ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ გარიგება ძალაში შევა“, – წერს „არსენალის“ ოფიციალური გვერდი.
ლონოდნში გადასვლამდე ბართიშვილი „იბერიაში“ ითამაშებს, რომელის 15 ოქტომბრიდან კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.