პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს „ლივერპულთან“ მოგებულ (4:1) შეხვედრაში იტალიური და ევროპული მედია გამოეხმაურა და საქართველოს ნაკრების ლიდერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„სკაი სპორტ იტალია“ – „მოედანზე რამდენიმე წუთში შესულმა სიმეონემ ანგარიში 3:0 გახადა და აღფრთოვანდა. ასისტენტი? კვარაცხელია, რომელმაც ცუდად მოთამაშე გომესს დასცინა“.
fanpage – „კვარაცხელიამ რა გააკეთა! მისი ნიჭი უკვე ყველგან გამოვლინდა. ამ საღამოს მას ვერავინ აჯობა. კვარაცხელიას თამაშს მესამე გოლზე აპლოდისმენტები მოჰყვა ნეაპოლ-ლივერპულ თამაშში, რომელი სასკოლო მატჩს დაემსგავსა“.
„კორიერე დელო სპორტი“ – „ანგისამ ისევ აართვა ბურთი გომესს, შემდეგ კვარაცხელიამ ვან დაიკი ჩამოიცილა, რომელსაც დღეს კოშმარები დაესიზმრება – და საგოლე გადაცემა გაუკეთა ახლად შემოსულ სიმეონეს, რომელმაც მესამე გოლი გაიტანა“.
„ევროსპორტი“ (ბრიტანეთის ბიურო) – „სიმეონემ, რომელიც მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთის შესული იყო, „ნაპოლიში“ პირველი გოლი გაიტანა! კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აბსოლუტურად ფანტასტიკური იყო, ორი მოთამაშე ჩამოიტოვა და შემდეგ ცენტრში ბურთი სიმეონეს გადააწოდა, რომელმაც პირველი შეხებით გაიტანა“.
„არეა ნაპოლი“
„კვარა სამეცნიერო ფანტასტიკაა
მან შესანიშნავად ითამაშა „ლივერპულის“ წინააღმდეგ, სიმეონემ ოცნება აიხდინა, „ნაპოლიმ“ კი ჩემპიონთა ლიგაზე სპექტაკლზე დადგა. კვარა არის „ნაპოლის“ ვარსკვლავი, რომელიც ნახეს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ ლივერპულთან მატჩის პირველ ნაწილში. კვარაცხელიამ გუნდი მხრებზე ზიდა და სამეცნიერო-ფანტასტიკური ტექნიკური მოძრაობით გაექცა „ლივერპულის“ დაცვას და სრულიად მარტო დარჩენილმა დიეგო სიმეონეს ვაჟმა იურგენ კლოპის გუნდთან „ნაპოლი“ 3:0 დააწინაურა. სიმეონემ სახეზე ხელები აიფარა და თვალებს არ უჯერებდა, რომ ოცნება აუხდა. ის ხომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ოცნებობდა“.
GiveMeSport
„კვარაცხელიამ გომესი აიძულა საკვირაო ლიგისკენ გაეხედა
„ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ნაპოლიმ“გაანადგურა. „წითლები“ ნეაპოლში ჩავიდნენ სავსე ოპტიმიზმით, რომელიც სწრაფად აორთქლდა – მხოლოდ ხუთ წუთში. მესამე გოლი „ლივერპულის“ მცველის, ჯო გომესისთვის აბსოლუტური შოკი იყო. ინგლისელმა ფეხბურთელმა საკვირაო ლიგის სტილში ითამაშა, როდესაც თავს იცავდა შთამბეჭდავი ხვიჩა კვარაცხელიასგან. უყურეთ გომესის საშინელებათა შოუს (ინტერნეტ-პორტალი კვარაცხელიას მოძრაობების ვიდეოს აქვეყნებს). შესვენებამდე მასპინძლები კიდევ უფრო დომინირებდნენ: ჯოვანი სიმეონემ მოედანზე შემოსვლიდან ერთ-ერთი პირველი შეხებით გაიტანა! რას ფიქრობდა ამ მომენტში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი? გუნდს კი ვერ უშველა, მაგრამ გომესი ამ დროს საშინელება იყო“.