რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
ფლორიდულმა კლუბმა, რომელსაც პირველი მატჩი სტუმრად 0:1 ჰქონდა წაგებული „ლოს ანჯელესის“ წინააღმდეგ, შინ საპასუხო შეხვედრაში 3:1 გაიმარჯვა და თავის ისტორიაში პირველად მოხვდა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში.
განმეორებით მატჩში „ლოს ანჯელესმა“ გახსნა ანგარიში, რის შემდეგაც მესიმ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.
„ინტერ მაიამის“ მეტოქე ნახევარფინალში ასევე MLS-ის კლუბი იქნება. კანადურმა „ვანკუვერმა“ მექსიკაში 2:2 ითამაშა „პუმასის“ წინააღმდეგ. ამ წყვილში პირველ მატჩი 1:1 დასრულდა და ვინაიდან კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასის პლეი ოფში სტუმრად გატანილი მეტი გოლი წესი მოქმედებს, ნახევარფინალში „ვანკუვერი“ გავიდა.
„ინტერ მაიამისა“ და „ვანკუვერის“ პირველი ნახევარფინალი 23 აპრილს კანადაში გაიმართება, განმეორებითი – 30 აპრილს აშშ-ში.