მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
ლაშა ბექაურის ოპერაცია დასრულდა. ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ძიუდოისტ ლაშა ბექაურს მხარის ოპერაცია საფრანგეთის ქალაქ ბურჟიში მდებარე Hôpital Privé Guillaume de Varye-ში ჩაუტარდა.
ოპერაციის შემდეგ გადაღებული ფოტო ლასამ ტავად გამოაქვეყნა წარწერით: „მზად ვართ ბრძოლისთვის 301“.
ოპერაცია მხრის ქირურგიის მიმართულებით, წამყვანმა ფრანგმა სპეციალისტებმა - პასკალ ბუალომ და ჟან-კრისტიან ბალესტრამ გაუკეთეს.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ საოპერაციო ხარჯები სრულად დააფინანსა.
ლაშა ბექაურმა მარჯვენა მხრის მძიმე ტრავმა თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა ქირურგიული ჩარევა.