დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში სადებიუტო სეზონში დიდებულმა თამაშმა ქართველი ფეხბურთელების მიმართ იტალიაში ინტერესი გაზარდა და რა გასაკვირია, რომ იქაური მედია პირველ რიგში გიორგი მიქაუტაძეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ორმა საიტმა მიუძღვნა წერილი.
Ultime calcio napoli: კვარაცხელიას "ტყუპისცალისგან" ჭკუაზე არ არიან: სუპერჰიტი დანიშნულების ადგილთან ახლოსაა
"კვარაცხელიამ იტალია და ევროპა დაიპყრო, ახლა მისი "ტყუპისცალი" მზადაა იგივე გააკეთოს.
თუმცა, მხოლოდ "კვარა" არაა: საქართველოში, რომელიც ახალი ტალანტების სამშობლოა, კიდევ ერთი მოვლენა გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ამას ვინ იფიქრებდა? ალბათ, არავინ, მაგრამ ახლა ისინი თავის წარმოჩენას იწყებენ. მას გიორგი მიქაუტაძე ჰქვია და მხოლოდ 22 წლისაა, თანამედროვე შემტევია, ეხერხება მოედნის ყველა ფრონტზე მოქმედება და თანაგუნდელებთან "დიალოგი".
მაღალი არაა, მაგრამ თავითაც კარგად თამაშობს, მისი საუკეთესო იარაღი კარის კუთხეებში ძლიერი დარტყმაა, რაც დაუნდობელს ხდის და თავისი გოლებით "მეცს" ლიგა 1-ში გადასვლისაკენ მიათრევს.
ნაკრებში თავის მეგობარ კვარაცხელიასთან ერთად გადამწყვეტ როლს თამაშობს, "მეცს" ერთი სეზონით შენარჩუნება სურს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. ამჟამად გიორგის ფასი არც ისე მაღალია და ამით ბევრ კლუბს შეუძლია ისარგებლოს. კერძოდ, "უდინეზე" ბეტოს შემცვლელს ეძებს. ქართველი "მეცში" 2020 წლის ივლისიდანაა და გასული წლის 17 ნოემბერს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონია".