„კვარას მხარდაჭერა სჭირდება“ - „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი

კვარა

ტომაზო რომიტომ, რომელიც 2005-06 წლებში „ნაპოლიში'' თამაშობდა, რადიოგადაცემა 1 Football Club-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქართველი გარემარბი პროგნოზირებადი გახდა, მისი განეიტრალება მაინც რთულია.

კვარაცხელია მაღალი დონის ხარისხს აჩვენებს. ამბობენ რომ კვარაცხელიას თამაში პროგნოზირებადი გახდა, იგივე რაღაცებს აკეთებს. ამ აზრს არ ვეთანხმები. მეტოქე რომც იცნობდეს, მას ისეთი პერფორმანსი აქვს, მცველის მოტყუებას მაინც ახერხებს. შესაძლოა, მისი დრიბლინგი ჩვეულებად იქცა, თუმცა მისი განეიტრალება მაინც რთულია.

კვარაცხელიას მხარდაჭერა სჭირდება.

თავად დაცვას ყოველთვის ეხმარება, მისმა თანაგუნდელებმაც ანალოგიურად უნდა იმოქმედონ, მცველები და ნახევარმცველები უნდა დაეხმარონ“, - ამბობს ტომაზო რომიტო.

ასევე ნახეთ:

„ნაპოლის“ ფანის სამარცხვინო შეძახილი ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით - რა მოხდა სტადიონზე

VIDEO: ოსიმენი და კვარა საშობაო ვახშამზე - მედიის ყურადღება მათმა სამოსმა მიიქცია

„ხვიჩამ ქართველ ბავშვებს მესის და რონალდუს მაისურებზე, საკუთარი გადააცვა“ - წიგნი კვარაზე უკვე იტალიელების ხელშია