„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ შეიქმნა გულშემატკივართა ჯგუფი, რომელმაც რადიკალური გზის არჩევა გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ცნობილი ნეაპოლური რადიო და სააგენტო, Kiss Kiss Napoli ავრცელებს და წერს, რომ ეს გულშემატკივრები ხვიჩას გამუდმებით აყენებენ შეურაცხყოფას და მეტოქის ფეხბურთელებს ქართველის დაზიანებას სთხოვენ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, „ბრაგას“ წინააღმდეგაც დაფიქსირდა, სადაც ერთ-ერთი ქომაგი „ბრაგას“ მცველს სთხოვდა, რომ ხვიჩასთვის ფეხები მოეტეხა. Kiss Kiss Napoli ამის წყაროდ ერთ-ერთ გულშემატკივარს ასახელებს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
სააგენტოს საიტზე ამ გულშემატკივრის კომენტარი ვრცელდება:
„სტადიონზე ერთ-ერთი იდიოტი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ უწოდებ, „ბრაგას“ მცველს უყვიროდა და ეხვეწებოდა, რომ კვარასთვის რამე დაეშავებინა. ის ყვიროდა: „მოტეხე კვარას ფეხები“. რატომ მიდის ასეთი ხალხი სტადიონზე და რატომ ამბობენ, რომ „ნაპოლის“ ფანები არიან? საბედნიეროდ, ხვიჩას „ბრაგას“ მცველებმა ვერაფერი დააკლეს და ქართველმა შემტევმა ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სამწუხაროდ, გოლის გატანა, ან საგოლე გადაცემის შესრულება ვერ შეძლო, თუმცა, „ნაპოლიმ“ მეორე გოლი მისი ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გაიტანა, როდესაც ეფექტური პასით ნათანი თავისუფალ ზონაში დატოვა და ამ უკანასკნელმაც ვიქტორ ოსიმენს გაატანინა,“ - წერს გამოცემა.
ასევე ნახეთ:
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019