1734811316
„კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ...“ - რას ამბობს არიედო ბრაიდა
„მილანის“ და „ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, არიედო ბრაიდა Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. მან ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის განახლებაზე გაამახვილა ყურადღება.
„თუ გინდა რომ მოთამაშე შეინარჩუნო, ბევრი უნდა გადაუხადო. კონკურენცია დიდია. შეიძლება ის „ნაპოლიში“ იმაზე უფრო ნაკლებ ფასად დარჩეს, ვიდრე სხვა ევროპული გრანდები სთავაზობენ, მაგრამ მისი კონტრაქტის მოწესრიგება მოგიწევთ - N1-მა N1-ს უნდა გადაუხადოს“. „კვარა და ლუკაკუ ბალანსს იჭერენ. კვარა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას ის უნდა მისცენ, რასაც ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა არიედო ბრაიდამ. განაგრძეთ კითხვა