„ხვიჩა სასწაული ხარ... მადლობა საქართველო“ - როგორ შეაფასეს „ნაპოლის“ ფანებმა კვარაცხელიას თამაში

ხვიჩა კვარაცხელია

სერია ა-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას გადამწყვეტი გოლით "ვერონა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ქართველი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კარს რამდენჯერმა დაემუქრა, ულამაზესი გოლის გატანა კი თამაშის მიწურულს, 87-ე წუთზე შეძლო.

"პარტენოპეის" ქომაგები კვარას ბრწყინვალე თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"ეს ბიჭი მარტო მიგვათრევს, მიეცით 20 მილიონი ხელფასი"

"მხეცმა გალია დაგლიჯა, ხვიჩა სასწაული ხარ"

"ისევ კვარადონა, მადლობა საქართველო"

"ოდესმე კვარას ნეაპოლში ძეგლს აუცილებლად დავუდგამთ, პირობას ვდებ"

"ის ნამდვილი მხეცია, ეს როგორ გააკეთა?"

"გთხოვ კვარა 1 წელიც დარჩი"

წყარო:

ასევე ნახეთ:

რომელ თითზე უნდა გაიკეთოთ ბეჭედი, რომ ის თქვენი თილისმა გახდეს

სანელებელი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს - ექიმის რჩევა

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო ასანთის დახმარებით