ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

კვარა

ერთა ლიგის წლევანდელი გათამაშება პორტუგალიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც, Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა.

ტოპ 10-ში რამდენიმე ცვლილებას ვხედავთ და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ორი საფეხურით დაქვეითდა. ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალის შემდეგ, „კვარა“ მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა, „სელესაოს“ ტრიუმფის შემდეგ კი, მეცხრეზე იმყოფება.

24 წლის გარემარბს პორტუგალიელმა თანაგუნდელებმა, ვიტინიამ და ნუნუ მენდეშმა გადაუსწრეს. „კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. ქართველმა გარემარბმა ორი სხვადასხვა კლუბის, პარი სენ-ჟერმენისა და ნაპოლის ტრიუმფებში შეიტანა წვლილი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია და კვარა ნომინანტებს შორის აუცილებლად მოხვდება“, - წერს Goal-ი.

ტოპ 10-ს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის რეიტინგი ასე გამოიყურება: 1) უსმან დემბელე, 2) ლამინ იამალი, 3) რაფინია, 4) მოჰამედ სალაჰი, 5) კილიან მბაპე, 6) ვიტინია, 7) ნუნუ მენდეში, 8) დეზირე დუე, 9) ხვიჩა კვარაცხელია, 10) აშრაფ ჰაკიმი.