1728156496
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნორვეგიის დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისაღები შედეგის მიუხედავად, გუნდი კმაყოფილი არ არის.
„შედეგი ნორმალურია, მაგრამ რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ მოედანზე. პირველი ტაიმისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველაფერი შესაძლებელია, ყველა გუნდთან მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ და აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ“, - განუცხადა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, საქართველომ ნორვეგიის ნაკრები სტუმრად, ბათუმში მიიღო - შეხვედრა ფრედ 1:1 დამთავრდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მომდევნო მატჩს 17 ივნისს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.