1727944755
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში ე.წ. „ჩაჭრებში“ მეორეა
ხვიჩა კვარაცხელია თავდასხმაში ეფექტური და შედეგიანი თამაშის გარდა, დაცვითი ფუნქციების შესრულებითაც გამოირჩევა. ამის შესახებ Opta Italia-ს გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.
აღმოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი დაცვითი ფუნქციების შესრულებაში არათუ მოიკოჭლებს (რის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ), არამედ, ამ მაჩვენებლით, სერია A-ს თავდამსხმელებში საუკეთესოთა შორისაა.
„სეზონის მეორე ნაწილისთვის ხვიჩა კვარაცხელიას ხელში კიდევ ერთი იარაღია. Opta Italia-ს ცნობით, „ნაპოლის“ შემტევი იტალიის ჩემპიონატის თავდამსხმელებს შორის, შეტევაში ჩაჭრილი გადაცემების მიხედვით, მეორე-მესამე ადგილზეა. ეს მიუთითებს, რომ „ნაპოლის“ ქართველის შემტევი პრესინგის დროს შესანიშნავად გამოიყურება. მიმდინარე სეზონში მას 12 ჩაჭრა დაუგროვდა. თავდამსხმელებში მასზე უკეთესი მხოლოდ ლაუტარო მარტინესია“ – წერს ilmattino.
„ინტერის“ არგენტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში 14 გადაცემა ჩაჭრა, ხოლო კვარაცხელიამ და „მონცას“ თავდამსხმელმა ჯან-ლუკა კაპრარმა – 12-12.