ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
სერია A-სთან პარტნიორობით, EA Sports-მა, იტალიის ფეხბურთის ჩემპიონატის თებერვლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტები დაასახელა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.
„ნაპოლის“ ქართველ გარემარბთან ერთად, ჯილდოსთვის ასევე იბრძვიან „ლეჩეს“ მცველი ფედერიკო ბაშიროტო, „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია, „ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და „ტორინოს“ ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ თებერვალში, სერია A-ში, 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სერია A-ს თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე: https://serieapotm.easports.com/