1767957726
ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია
ლუის ენრიკეს გუნდმა თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-10 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, დაცვაშიც კარგად თამაშობდა და შეტევაშიც.
ქართველი 72-ე წუთზე შეცვალეს და ამის შემდეგ „მარსელმა“ თამაში შემოატრიალა. შეცვლაზე შესული პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაცემით 76-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მეისონ გრინვუდმა პენალტი მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ვილიან პაჩომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „მარსელი“ დააწინაურა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პსჟ-მ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბარკოლას პასით გოლი გაბრიელ რამოშმა გაიტანა – 2:2.
დებულების მიხედვით, საფრანგეთის სუპერთასის მატჩში დამატებითი დრო არ დანიშნულა – პსჟ-მ შეარულა (4:1) და საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. მატჩის გმირი პსჟ-ს მეკარე ლუკას შევალიე იყო, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.











