დასახელდა საუკეთესო ზეთი, საკვების მოსამზადებლად - ექიმის რეკომენდაცია
1769793874
შეხვედრაზე პაატა სალიამ და ირაკლი ყანდაშვილმა ორ უწყებას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სამინისტროს განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცულობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ადვოკატთა ასოციაციასთან.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ადვოკატების, როგორც უფლებადამცველების, როლის გაძლიერებას.
პაატა სალიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.