1736884505
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია - ფაბრიციო რომანო
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავზე ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო საკითხების ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა. „ნაპოლისა“ და პსჟ-ის პრეზიდენტებმა, აურელიო დე ლაურენტისმა და ნასერ ალ ხელაიფიმ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირაში ჩანიშნა“, – წერს რომანო სოციალურ ქსელში.
კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს ოფციონის წესით (4+1) გააფორმებს, ანუ 4 წლის შემდეგ პსჟ-ის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს 10 მილიონს – ბონუსების სახით.