ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
19-წლიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა.
პირველი ქართველი, ვინც „სკუდეტო“ მოიგო, კახა კალაძე იყო – საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი „მილანში“ 2001-2010 წლებში გამოდიოდა.
ამ პერიოდში კალაძემ იტალიასა და საერთაშორისო საკლუბო დონეზე ბევრი ტიტული მოიპოვა, მაგრამ იტალიის ჩემპიონი „მილანში“ მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს გახდა.
მას შემდეგ 19 წელი გავიდა და ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც იტალიური ფეხბურთის უმაღლესი ტიტული მოიპოვა.