გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან Kiss Kiss Napoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ხვიჩა 100 მილიონზე მეტი ღირს. მან ასევე, ლუკაკუს შესახებ ირონიულად ისაუბრა. მისი თქმით, ბელგიელმა ბურთის გაჩერება არ იცის.
„ყოველთვის არასასიამოვნოა ფეხბურთელების სატრანსფერო თანხა დაასახელო, მაგრამ ნათელია, რომ კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს, რადგან თუ ლუკაკუში დიდი თანხა გადაიხადეს და მან ბურთის გაჩერება არ იცის, ვისაც ტექნიკა აქვს, მისი სატრანსფერო თანხა აუცილებლად უფრო მეტი უნდა იყოს....“, - თქვა ლუჩანო მოჯიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ შინ „იუვენტუსი“ 5:1 გაანადგურა.