კვარა

სპორტი 1744359548

კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონობის მეტი შანსი ექნებოდა - იტალიური გამოცემა

„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო დატოვა, სიმართლე გაირკვა“, – ამ სათაურით იტალიურმა ონლაინ-გამოცემა „არეა ნაპოლიმ“ სტატია გამოაქვეყნა და „ნაპოლიდან“ ხვიჩას წასვლის მიზეზი დაასახელა.„ბევრმა ნეაპოლელმა უყურა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩს პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის და კვარაცხელიას სიხარული გაიზიარა, რომელიც შეხვედრის მთავარი გმირი იყო – მის მიერ გატანილი გოლით ფრანგები 2:1 დაწინაურდნენ, შეხვედრა კი 3:1 მოიგეს.ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“, რა თქმა უნდა, სკუდეტოს მოგების მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა, იანვარში ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა. დამშვიდობების მიზეზი მხოლოდ ფინანსური ხასიათის შეიძლება იყოს – ფრანგულმა კლუბმა ქართველ თავდამსხმელს დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზა.„ნაპოლის“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტი სკუდეტოს მოგებისთანავე უნდა გაეფორმებინა. ასე რომ მოქცეულიყო, მხარეებს შორის ურთიერთობა არ დაიძაბებოდა. თუმცა, ეს ტრანსფერი მაინც გარდაუვალი იყო, რადგან „ნაპოლი“ ვერ შეძლებდა დიდი თანხის შეთავაზებას“, – წერს „არეა ნაპოლი“.კვარაცხელიაზე თავის მოსაზრება ჟურნალისტმა რაფაელ აურიემმაც გამოთქვა: „კლუბმა შეცდომა დაუშვა – სკუდეტოს მოგებისთანავე კვარაცხელიასთან კონტრაქტი უნდა გაეხანგრძლივებინა და მისთვის ხელფასი გაეზარდა, რადგან ის ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო, მაგრამ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ სხვაგვარად გადაწყვიტა და შედეგიც შესაბამისია – გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა წასვლა გადაწყვიტა“.

კვარაცხელია

Crystalsport 1743597857

„იმედია, კვარაცხელიას შემთხვევა აღარ გამეორდება“ - იტალიელი აგენტი ნაპოლიზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და იმ ფეხბურთელებს შეეხო, რომლებსაც უახლოეს პერიოდში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უწევთ.ფედელეს მხედველობაში სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა მოხვდნენ. იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ „ნაპოლიმ“ ამ ფეხბურთელებთან იგივე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს, რაც ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით დაუშვა.რას ამბობს ფედელე:„იმედი მაქვს, ლობოტკასთან და ანგისასთან მიმართებით კვარაცხელიას შემთხვევა აღარ განმეორდება. მათ მალე კონტრაქტის განახლება უწევთ და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება...“განაგრძე კითხვა

კვარა

Crystalsport 1742487920

„კვარას წასვლით ნაპოლიმ ბევრი რამ დაკარგა“ - ანტონიო კარეკა

„ნაპოლის“ ექსფეხბურთელმა, ანტონიო კარეკამ „პარტენოპეის“ ბოლოდროინდელი შედეგები და სერია ა-ში შექმნილი ვითარება შეაფასა, მათ შორის ისაუბრა გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე.რას ამბობს კარეკა:„ინტერი“ და „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებენ. არც „ატალანტა“ უნდა გამოვრიცხოთ. სამწუხაროა, რომ „პარტენოპეიმ“ ვენეციაში ქულები დაკარგა, თუმცა ეს ყველას შეიძლება დაემართოს და სიტუაციის დრამატიზება საჭირო არაა.განაგრძე კითხვა

კვარა

Crystalsport 1741537200

„ნაპოლი ამას ყოველთვის ინანებს“ - ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩაზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ფრანჩესკო გრაციანიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის დაკარგვას დიდი ხნის განმავლობაში ინანებს.რას ამბობს გრაციანი:„ძალიან დიდი რისკია იმის, რომ ნაპოლიმ ცხოვრება სინანულით გააგრძელოს. ეჭვგარეშეა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარა საშინელი იყო. იმის გარდა, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაუშვა, მისი ღირსეული შემცვლელიც არ მოიყვანა. ნაპოლის კვარაცხელიასთან კონტაქტები უნდა გაემყარებინა და ყველაფრის ფასად უნდა შეენარჩუნებინა…“განაგრძე კითხვა

დირექტორი „ყველაფერს შემცვლელი ღირსეული ნაპოლის გავაკეთებთ, რომ ვიპოვოთ“ - კვარაზე

Crystalsport 1737916883

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ“ - ნაპოლის დირექტორი კვარაზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ იტალიურ DAZN-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბის ორი მოთამაშის ვარიანტს განიხილავს, თუმცა, მათ გარდა სამიზნეში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელია.რას ამბობს მანა:„მოვიყვანთ თუ არა კვარას შემცვლელს? რა თქმა უნდა. არსებობს ორი მოთამაშე, რომელიც ძალიან მოგვწონს და ვეცდებით, მათგან რომელიმე მოვიყვანოთ, მაგრამ ისინი არ არიან ერთადერთი, რომელსაც კლუბი აკვირდება. ყველაფერს კარგად შევაფასებთ და რა თქმა უნდა, არ გადავიხდით ისეთ ფასს, რომელიც ბაზრის გარეთ იქნება. პირველ რიგში, ჩვენ მოთამაშის ნებას შევაფასებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ასევე პატივს ვცემთ ჩვენს პრინციპებს და უკან დახევას არ ვაპირებთ, მაგრამ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა იყოს“.„ადეიემი გარნაჩოს მაგივრად? ჩვენი ხელფასის ზღვარს პატივი უნდა ვცეთ. ადეიემის გარდა სხვა იდეებიც გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში. არ გვინდა გულშემატკივრებს დიდი მოლოდინები გავუჩინოთ, ეს სწორი არ იქნება, რადგან შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს შესაძლებლობების საზღვრებში იქნება, რათა გუნდი გავაუმჯობესოთ“.შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა. იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება ქართველი შემტევის შესაძლო შემცვლელის შესახებ, ორ მთავარ კანდიდატად კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი, ალეხანდრო გარნაჩო და „ბორუსია დორტმუნდის“ გარემარბი, კარიმ ადეიემი მოიაზრებიან.

 “კვარას ოცნება აქ თამაში იყო“ - ზურიკოს ვრცელი ინტერვიუ L'Equipe-თან

სპორტი 1737830286

“კვარას ოცნება აქ თამაში იყო“ - ზურიკოს ვრცელი ინტერვიუ L'Equipe-თან

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 1-ში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. სულ ცოტა ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში ტრანსფერი გაოფიციალურდა.ამ და სხვა საკითხებზე ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს ზურიკო დავითაშვილი ესაუბრა.ზურიკო დავითაშვილი:„ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენში გადასვლა ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ვიცოდი, რომ პარიზში მიდიოდა. კარგია, ახლა საფრანგეთში 3 ქართველი თამაშობს. ეს საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.მე და ხვიჩა ერთმანეთს 10 წლიდან ვიცნობთ. ბევრ კლუბში ერთად გვითამაშია. პირველად თბილისის დინამოს აკადემიაში ვითამაშეთ, შემდეგ დავშორდით და სხვადასხვა გუნდებში წავედით. გარკვეული დროის შემდეგ, ბათუმის დინამოში აღმოვჩნდით და ეროვნულ ნაკრებში უკვე წლებია პარტნიორები ვართ. კვარა ჩემი შვილის ნათლიაა. ის ჩემთვის ძმასავით არის.პირველ რიგში, ის ნამდვილი პროფესიონალია და თავისი საქმე უყვარს. კვარა დიდ ენერგიას ხარჯავს. ის არის ადამიანი, რომელიც ბევრს ვარჯიშობს და საკუთარ თავზე მუშაობს. მოედანზე კი ყოველთვის ყველაფერს აკეთებს. მისი ერთ-ერთ გამორჩეული თვისება ორივე ფეხით თამაშია. ჩემი აზრით, ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა გარემარბია. მას ბევრი რამ აქვს საერთო იმასთან, რაც ნაპოლიმ ბოლო წლებში გააკეთა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სერია ა-ში წარმატებას მიაღწევდა.დარწმუნებული ვარ, ლიგა 1-შიც მიაღწევს წარმატებას. ის აქ თამაშზე ოცნებობდა, ადაპტაციის პრობლემა არ შეექმნება, რადგან ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. როგორც ადამიანს, ძალიან სასიამოვნო ხასიათი აქვს და თბილია. შვებულებას ყოველთვის ერთად ვატარებთ. განსაკუთრებით გვიყვარს ფიფა-ს თამაში და სულ ვუგებ. ხანდახან ისიც იგებს, მაგრამ უფრო ხშირად მე.ჩვენი გუნდების დაპირისპირება? მის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება ცხოვრებაში ახლოს ვიყოთ, მაგრამ მოედანზე გასვლისას ამას განზე ვტოვებთ. ყველა თავისი გუნდისთვის თამაშობს. ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც მე ტულაში ვთამაშობდი ის კი რუბინში. ახლა კარგი შანსი გვაქვს ერთმანეთის წინააღმდეგ საფრანგეთში ვითამაშოთ.“შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდა. მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით არ შედგა, რადგან 2024 წლის ზაფხულში გადაგზავნილი განაცხადი განახლებული არ არის. განაცხადის განახლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ცნობისთვის, ზურიკოს და ხვიჩას გუნდები ერთმანეთს მიმდინარე წლის 30 მარტს დაუპირისპირდებიან.

xvicha kvaracxelia

სპორტი 1737301285

მადლიერი ვართ, რაც გააკეთა და საუკეთესოს ვუსურვებთ - „ნაპოლის“ ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინეიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც გუნდისთვის გააკეთა.„ბედნიერი ვართ, რომ კვარა გუნდში გვყავდა, მადლიერი ვართ, რაც გააკეთა და საუკეთესოს ვუსურვებთ, მაგრამ ახლა ჩვენს მატჩებზე ვართ კონცენტრირებული“, - აღნიშნა შოტლანდიელმა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სკოტ მაკტომინეი მიმდინარე სეზონის წინ დაიმატა, შესაბამისად, მან და კვარამ ერთად მხოლოდ ნახევარი სეზონის განმავლობაში ითამაშეს.

khvicha kvaracxelia

სპორტი 1737149495

„ნაპოლი“ კვარას ემოციურად ემშვიდობება

ხვიჩა კვარაცხელია უკვე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია.ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით.ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.ფეხბურთელი ნაპოლის ემოციურად დაემშვიდობა და გუნდმაც ასევე სიყვარულით გააცილა. გუნდის ფეისბუქის გვერდმა კვარას ვიდეო მიუძღვნა და მადლობა გადაუხადა.  

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1737147906

ოფიციალურად - ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია.ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. ხვიჩა „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. 33 წლის შემდეგ კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, თავად კი სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე აღიარეს იმავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ.კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 107 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კვარა

სპორტი 1736925033

ანტონიო კასანო: „ნაპოლიმ“ პოტენციური ფენომენი დაკარგა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლიმ“ პოტენციური ფენომენი დაკარგა.„ნაპოლი“ ჩემპიონს კარგავს, პოტენციურ ფენომენს. ის ბოლო დროს ვერ თამაშობდა საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, კონტეს საფეხბურთო იდეები კვარას იდეებისგან განსხვავდება. სპალეტისთან ერთად იდეალური იყო, ყოველთვის მოედნის შემტევ ზონაში თამაშობდა.ერთი მხრივ კონტე უკმაყოფილოა, მეორე მხრივ ნერეშს მიეცემა თამაშის საშუალება. ლეაოზე ყოველთვის ლაპარაკობენ, მაგრამ არავინ მოდის 75 მილიონით მის წასაყვანად, კვარა კი ამ ფასში გაცილებით სწრაფად გაიყიდა. კიდევ ერთ ჩემპიონს ვკარგავთ, რომლის თამაში მაგიჟებს, ჩვენი ჩემპიონატი სულ უფრო და უფრო 0:0-ის ხდება. ახლა „ნაპოლიმ“ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოს, მაგალითად, გარნაჩო იყიდოს“, - განაცხადა კასანომ.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

კვარა

სპორტი 1736841096

ჯუღელის და კამპუშის შეხვედრა ჩაინიშნა - ხვიჩას ტრანსფერი მალე დაიხურება

პსჟ-მა და „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.გუშინ, პარიზული გუნდის წარმომადგენლები საფრანგეთის ქალაქ ნიცაში „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ტრანსფერის ძირითად დეტალებზე შეთანხმდნენ.გავლენიანი ფრანგული გამოცემა Lequipe-ს ინფორმაციით, იურიდიული შეთანხმების გასაფორმებლად კიდევ რამდენიმე დეტალის გავლა მოუწევთ, რომელიც უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადაწყდება.ამასთან, ხვიჩას „ნაპოლისგან“ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმების გავლაზე ნებართვა ჯერ არ მიუღია, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხი იქნება.Lequipe წერს, რომ დღის განმავლობაში, ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი პსჟ-ს საფეხბურთო მრჩეველს ლუიშ კამპუშს შეხვდება და მხარეები საბოლოო დეტალებს შეათანხმებენ.საგულისხმოა, რომ გუშინ, ყველა გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა დაწერა, რომ პსჟ და „ნაპოლი“ საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან და შესაბამისად, კვარა პარიზში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ „ნაპოლის“ 70-80 მილიონ ევროს გადაუხდის, ხვიჩა კი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს.წყარო: CrystalSport

ხვიჩა კვარაცხელია

სპორტი 1736679966

„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი დაასახელა

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ინგლისელ თავდამსხმელს, მარკუს რაშფორდს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.გუშინ, სერია A-ს მე-20 ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს. კვარაცხელიას ყველაზე აქტიურად პსჟ-ს უკავშირებენ და, სავარაუდოდ, ტრანსფერი იანვრის ბოლომდე შედგება.რაც შეეხება რაშფორდს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა, ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში აღარ შედის და, დიდი ალბათობით, გუნდს ისიც იანვარში შეიცვლის.გავრცელებული ცნობით, „ნაპოლი“ 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დამატებას იჯარის წესით განიხილავს სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით.მარკუს რაშფორდის დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2016 წელს შედგა, მას შემდეგ მან გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 426 შეხვედრაში 138 გოლი გაიტანა.