ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, წარმატებული ხონელი სპორტსმენებისთვის რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია დაწესდა

რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია

ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, წარმატებული ხონელი სპორტსმენებისთვის რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია დაწესდა.

რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდია გაიცემა ხონში რეგისტრირებულ როგორც სრულწლოვან, ასევე არასრულწლოვან სპორტსმენებზე შემდეგ შემთხვევაში:

სპორტსმენზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული აქვს I ადგილი;
სპორტსმენზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
სპორტსმენზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
სპორტსმენზე, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
სახელობითი სტიპენდია გაიცემა წარმატებულ სპორტსმენზე, თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით.

სტიპენდიის მისაღებად სრულწლოვანმა სპორტსმენმა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მისმა წარმომადგენელმა (მშობელი ან მინდობილი პირი) ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მშობლის მომართვის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად სპორტსმენის დაბადების მოწმობის ასლი;
მინდობილი პირის მომართვის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სპორტსმენის საბანკო რეკვიზიტები;
საინფორმაციო ბარათი სპორტსმენის ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (სულ მცირე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული);
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან) (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა);
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი დროებითი საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის ადგილი) შესახებ;
შესაბამისი ა(ა)იპ-ების ან ფედერაციების მიერ დამოწმებული დოკუმენტი (დიპლომი, სიგელი, მედალი, წერილი და ა.შ).
რამდენიმე კატეგორიაში პრიზიორების შემთხვევაში, წარმატებული სპორტსმენი სტიპენდიის სახით მიიღებს იმ თანხას, რომელიც გათვალისწინებულ სტიპენდიებში ყველაზე მაღალია.

სახელობითი სტიპენდიის მინიჭების შესახებ შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

სტიპენდია სპორტსმენებს დაერიცხება ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია სამოქალაქო ბიუჯეტირების საპილოტე აქტივობების ფარგლებში.