1732276666
„როდესაც პატივს მიაგებთ მარადონას, გაიხსენეთ, რომ ეს ბიჭი ცოტათი დიეგოს მიმსგავსებულად თამაშობს“ - გავლენიანი იტალიური გამოცემა
„ნაპოლიმ“ „სასუოლო“ 4:0 დაამარცხა.
36-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ სტუმრების კარი აიღო.
კვარას დღევანდელ თამაშს ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ასე ეხმაურება:
„კვარახელია სხვა კატეგორიიდანაა. როდესაც პატივს მიაგებთ მარადონას, გაიხსენეთ, რომ ეს ბიჭი ცოტათი დიეგოს მიმსგავსებულად თამაშობს. ორი საგოლე გადაცემა.. აქედან ერთი შემთხვევით, ხოლო მეორე სენსაციური! ამის შემდეგ, ბურთის ელეგანტური კონტოროლი და დატტყმა კარში.
იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი გახდა კვარაცხელია გულშემატკივრებისთვის კარგად მოუსმინეთ მათ ოვაციებს, როდესაც ხვიჩა მცირე დაზიანების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა“