ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია

ირაკლი ვეკუა

ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია. ძალოსანმა 3 ოქრო მოიპოვა.

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ და გივი დარსაველიძემ იასპარეზეს.

ირაკლი ვეკუამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო გივი დარსაველიძე 2 ვერცხლის მედლით, ევროპის ვიცე ჩემპიონია.

ირაკლი ვეკუამ ატაცში 139 / 144 / 147 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 172 / 174 / 187 კილოგრამითაც, მესამე ოქრო კი  ორჭიდის ჯამში (334 კილოგრამით) ერგო.

გივი დარსაველიძემ ატაცში 133 / 137 კილოგრამის დაძლევით მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში კი თავი 160 / 170 / 173 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალი აიღო. დარსაველიძემ ორჭიდის ჯამში 310 კილოგრამი დაძლია და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ასევე ნახეთ:

3 ოქროს მედალი მოიპოვა - საბა ადამია ევროპის ჩემპიონია

ერთმანეთს მანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ, რის შემდეგაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - ახალი დეტალები