3 ოქროს მედალი მოიპოვა - საბა ადამია ევროპის ჩემპიონია

 საბა ადამია

მოლდოვაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის 102 კგ. წონით კატეგორიაში საბა ადამიამ ბრწყინვალედ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 136 / 140 / 143 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გარდა ამისა, მან ატაცში საქართველო რეკორდი 3 კილოგრამით გააუმჯობესა.

საბა ადამიამ აკვრაში თავი 168 / 173 / 177 კილოგრამს გაართვა და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდშიმ მოგროვილი 320 კილოგფამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა! ორჭიდში დაძლეული წონა საქართველოს რეკორდიცაა, რომელიც ადამიამ 3 კილოგრამით გააუმჯობესა.