„იმაზე უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით“ - „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კვარაცხელიაზე

კვარა

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორი, კრიშტიანო ჯუნტოლიმ Amazon Prime-სა და Sky Sport Italia-სთან ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ჯუნტოლი ამბობს, რომ კვარაცხელიამ მოლოდინს გადააჭარბა.

კვარაცხელიას კლასი დიდი ხნის წინ შევნიშნეთ. მას მთელი სამი წელი ვაკვირდებოდით – ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ბავშვი იყო. ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ არცერთი სხვა კლუბი არ იქნებოდა მზად, მისი ტრანსფერი გამოესყიდა იმ ფასად, რასაც თავიდან (ყაზანის „რუბინი“) ითხოვდა.

მერე მოხდა სამწუხარო ამბავი, დაიწყო ომი, რამაც რუსულ კლუბებს ცხოვრება გაურთულა. ჩვენც ტრანსფერის განხორციელება ვცადეთ. ვიმედოვნებდით, რომ დიდ ფეხბურთელს შევიძენდით, მაგრამ ხვიჩა იმაზე უკეთესად ათამაშდა, ვიდრე ველოდით“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ აქამდე არასოდეს მიუღწევია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე. 

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!