„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ხელმძღვანელობის მოლოდინს გადააჭარბა. როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე დარწმუნებული იყვნენ კვარას შესაძლებლობებში, თუმცა ის კიდევ უკეთ თამაშობს.
"კვარას თვისებები გარკვეული დროის განმავლობაში ჩანდა და მას რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებოდით. ვიმედოვნებდით, რომ სატრანსფერო ფასი დაიკლებდა და სხვა კლუბებიც ვერ შეამჩნევდნენ. შემდეგ რუსული კლუბების პრობლემებით ვისარგებლეთ და კვარა ნეაპოლში სასწრაფოდ ჩამოვიყვანეთ. შესაძლოა, ის იმაზე მეტსაც აკეთებს, ვიდრე ვიმედოვნებდით, მაგრამ თავიდანვე ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი ვიყიდეთ", - აღნიშნა "აძურის" სპორტულმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩს დღეს, "აინტრახტის" წინააღმდეგ მართავს და, ამ დროისთვის, ანგარიში 2:0 ია "ნაპოლის" სასარგებლოდ.