პოლონეთი 4 ქართველს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს - დეტალები მძიმე ბრალდებებზე
1745527316
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო და ამის შესახებ განცხადებაც გაავრცელა. 28 წლის მებრძოლი მსუბუქ დივიზიონში (70გ) დებიუტისთვის ემზადება.
მიუხედავად იმისა, რომ ილიას მეტოქე ჯერ არ არის ცნობილი, გავლენიანი წყაროების მიხედვით, ყველაფერი მიანიშნებს, რომ ის ან ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდება ქამრისთვის, ან ვაკანტურ ტიტულზე ჩარლზ ოლივეირასთან მოუწევს ბრძოლა.
MMA-ის ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი ასევე დაიწყო მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმაც. მთავარი კითხვა ახლა ისაა, მახაჩევი ბრძოლას 70კგ-ში ჩაატარებს თუ ერთი დივიზიონით ზევით გადაინაცვლებს.
მათთან ერთად დაბრუნებისთვის ემზადება ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირაც. ბოლოს მან ნოემბერში იჩხუბა და მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა.
ყველაზე მოსალოდნელი სცენარით, ილია თოფურია ოქტაგონზე 29 ივნისს, ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაბრუნდება.