გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია

თუშიშვილი

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატი „თბილისი არენაზე“ გაიმართა. ჩემპიონატში 46 ქვეყნის 405 ძიუდოისტი მონაწილეობდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.