გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსში, ლიმასოლის "არისში" გააგრძელებს

გიორგი ქვილითაია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კვიპროსის კლუბ „არისის“ ფეხბურთელი გახდა. ქართველმა ფორვარდმა ქალაქ ლიმასოლის კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მისი გაფორმების შესახებ პოსტი კლუბის Facebook-ზე გამოქვეყნდა.